ვაკის პარკის ტრაგედიისთვის დაკავებულთა სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული 9 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა ყველა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატთა ნაწილი კი სასამართლოს გირაოს სთავაზობს, ნაწილი კი გათავისუფლებას.

საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი კი აცხადებს, რომ დანაშაული სახეზეა, რომელიც ბრალდებულებმა ჩაიდინეს.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში, სამ მოზარდს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები