პროკურორის განცხადებით, ვაკის პარკის ტრაგედიისთვის დაკავებულებს სინანულის გრძნობაც არ გააჩნიათ

„გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ მოხდა დანაშაული“, – აცხადებს ვაკის პარკის ტრაგედიისთვის დაკავებულთა საქმის პროკურორი მედიასთან. როგორც არჩილ ტყეშელაშვილი განმარტავს, მათ სინანულის გრძნობაც კი არ გააჩნიათ.

„დასკვნებში არ ეწერა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომ სამუშაოები შეესაბამებოდა სამშენებლო ნორმებს და წესებს, ეს დოკუმენტები არის ყალბი და ვედავებით ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებას. შემსრულებელი, ,,გრინსერვის პლუსი” ვალდებული იყო, წარმოედგინა ინსპექტირების ანგარიში, ხოლო მერიის საქალაქო სამსახურს სამუშაოები უნდა მიეღო მხოლოდ ინსპექტირების ანგარიშის და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. სწორედ ამ მოვალეობის შეუსრულებლობაზე ედავება ბრალდების მხარე ბრალდებულს, რომ ეს მოვალეობა არ შეასრულა. სამწუხაროა, რომ ასეთი მძიმე და ტრაგიკული ფაქტი მოხდა და ბრალდებულებს სინანულის გრძნობაც კი არ გააჩნიათ  ფაქტთან დაკავშირებით”, – აცხადებს არჩილ ტყეშელაშვილი.

 

მსგავსი თემები