კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების ბრძანება ვოლოდიმირ ზელენსკის გამოცემულია

„უშიშროების საბჭოს ზელენსკი ხელმძღვანელობს, რა თქმა უნდა, მის მიერ არის გამოცემული ეს ბრძანება, ისევე, როგორც თავის დროზე ელჩის გაწვევის ბრძანებაც მის მიერ იყოს გამოცემული, რა თქმა უნდა, ეს ასეა“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირებულთა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უკრაინის უშიშროების საბჭო საქართველოს პირდაპირ მოუწოდებდა ომისკენ.

„უშიშროების საბჭოს მდივანიც პირდაპირ ექვემდებარება ვერტიკალს. უშიშროების საბჭოს მდივანი პირდაპირ მოგვიწოდებდა ომის გაჩაღებისკენ, მეორე ფრონტის გახსნისკენ და ახლა ნაცვლად მოწოდებისა, გამოდის უკვე შანტაჟით, მარტივი ლოგიკაა, ვერავითარი შანტაჟით ისინი საქართველოში მეორე ფრონტს ვერ გახსნიან. არ ვიცი, უკრაინელები რას იზამენ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორი შანტაჟიც არ უნდა იყოს, საქართველოს ვერავინ ჩართავს ომში და ვერავინ აიძულებს, გახსნას დამანგრეველი მეორე ფრონტი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ზელენსკის განკარგულება შანტაჟია.

„ძალიან მარტივი ლოგიკაა, ლოგიკა არის ის, რომ ეს არის შანტაჟი, ეს არის არა დასჯა, არამედ შანტაჟი“ – დასძენს კობახიძე.

მსგავსი თემები