„შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში“ – ირაკლი კობახიძე

უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ შანტაჟით ბიძინა ივანოშვილს ვერ აიძულებენ, პოლიტიკაში დაბრუნდეს.

„ერთი მხრივ, უშიშროების საბჭო, მისი მდივანი მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ, გახსოვთ, უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ზუსტად იგივე უწყება აშანტაჟებს ქვეყანას ფაქტობრივად სანქციებით, ანუ მიზანი ეს არის. იქ არის მოხსენიებული კონკრეტული ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ თქვენ იცით, ამას რა რიტორიკა უძღვოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში და გახსნან მეორე ფრონტი.

ანუ, რასაც გვეუბნებიან პირდაპირი ფორმით და პირდაპირი სიტყვებით, ახლა იმას ცდილობენ შანტაჟის გზით, რაც არის სასოწარკვეთილი მცდელობა.  საქართველოში მეორე ფრონტი არც ერთ შემთხვევაში არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირი მცდელობა იყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავის წერილში, რომ შანტაჟით ეიძულებინათ ის, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, ქვეყანა ჩაერთო ომში, ახლა პირდაპირი, ღია მცდელობაა, რაც იყო კულისებს მიღმა, ის გამოიტანეს უკვე კულისებს გარეთ. რა თქმა უნდა, ვერანაირი შანტაჟით ისინი ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის უბრალოდ გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა კობახიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები