„არ შემიძლია მანდატის შესრულება“ – რატომ გადადგა ბრიტანეთის პრემიერი?!

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ შემიძლია იმ მანდატის შესრულება, რომლის გამოც ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“, – ასეთია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის გზავნილი, რომელმაც დაკავებული პოზიცია დატოვა და გადადგა.

როგორც ლიზ ტრასი აცხადებს, მეფეს უკვე აცნობა საკუთრი გადაწყვეტილების შესახებ.

„მოვედი თანამდებობაზე დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის დროს. ოჯახები და ბიზნესი წუხდნენ, როგორ გადაეხადათ გადასახადები. პუტინის უკანონო ომი უკრაინაში საფრთხეს უქმნის მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას. ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო შეფერხებული დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო. მე ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“ მანდატით, რომ ეს შემეცვალა. ჩვენ შემოვიღეთ ენერგიის გადასახადები და ეროვნული დაზღვევის შემცირება. ჩამოვაყალიბეთ ხედვა დაბალი გადასახადებისა და მაღალი ზრდის ეკონომიკის შესახებ, თუმცა ვაღიარებ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია იმ მანდატის შესრულება, რომლის გამოც ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“. ამიტომ ვესაუბრე მის უდიდებულესობას, მეფეს, რათა ეცნობებინა, რომ ვტოვებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობას“, – ასე ახსნა ლიზ ტრასმა საკუთარი გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

მსგავსი თემები