როგორია ამერიკის ელჩის შეფასება უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებაზე?!

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაზე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირებულთა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მოკლე კომენტარს აკეთებს. როგორც ელჩი განმარტავს, ეს არ არის ამერიკის სანქცია და პასუხი უკრაინულმა მხარემ უნდა გასცეს.

„ეს შეკითხვა უკრაინის მთავრობას და პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მიემართოს… რაც შეეხება აშშ-ს, როდესაც ჩვენ რაიმე სანქციებს ვაწესებთ, ეს ცხადდება საჯაროდ და ქვეყნდება გარკვეულ პლატფორმაზე, ვებსაიტზე და არ ხდება ამის წინასწარ განხილვა”, – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მხარემ სანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი შეიყვანა. სანქცირებულები არიან:  ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე; დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი და მის შვილი – ტიტე მამაცაშვილი.

მსგავსი თემები