მილანში დააკავეს ქართველი, რომელმაც „ფერარის“ მაღაზიიდან სათვალე მოიპარა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანში, „ფერარის“ მაღაზიიდან საქართველოს მოქალაქემ მზის სათვალე მოიპარა.

43 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა, ჩხრეკისას მას 1 000 ევროს  ღირებულების სათვალე უპოვეს. მას თან ახლდა თანამზრახველიც, რომელმაც პოლიციის მისვლამდე გაქცევა მოახერხა.

იტალიური მედიის ცნობით, მძარცველებმა ნივთები მანეკენს მოხსნეს და მათი დამალვა ტანსაცმლის ქვეშ დაიწყეს.

მსგავსი თემები