ფინეთის პარლამენტმა რუსეთის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივას მხარი დაუჭირა

ფინეთის პარლამენტმა რუსეთის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივას მხარი დაუჭირა.

მედიის ინფორმაციით,სასაზღვრო ბარიერი ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ყველაზე დატვირთულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამონტაჟდება. მოგვიანებით კი,  შესაძლოა  ჩრდილოეთის სასაზღვრო პუნქტებთანაც აშენდეს.

ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახური მზადაა სწრაფად დაიწყოს საპილოტე პროექტი. მესაზღვრეების განცხადებით, კედელი განსაკუთრებით საჭიროა ფართომასშტაბიანი და არალეგალური მიგრაციის გასაკონტროლებლად.

მსგავსი თემები