,,პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ არასწორად გათვალა”- ოლაფ შოლცი

„პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ახლო აღმოსავლეთიდან გაზის ალტერნატიული მიწოდება უზრუნველყოფილია.

„მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე არის ომის დანაშაული. რუსეთის დაბომბვა და სარაკეტო ტერორი, ისევე როგორც რუსი მამაკაცების ომისთვის მობილიზება, სასოწარკვეთილების აქტია“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

 

მსგავსი თემები