იაშვილის კლინიკამ პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა

იაშვილის კლინიკამ, დროებით, პაციენტების მიღება შეწყვიტა. მიზეზი კლინიკის გადაწყვეტილებაა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებამ რეგულირების სააგენტოს დასკვნიდან გამომდინარე მიიღო. რეგულირების სააგენტოს დასკვნის მიხედვით, კლინიკაში დარღვეულია ინფექციის კონტროლის მექანიზმები.

კლინიკის დახურვას ადასტურებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძეც. მისი განცხადებით, სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან, რეალურად, დგას ინფექციის კონტროლი.

,,ვადასტურებთ, რომ ღამის 12 საათიდან იაშვილის კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას აღარ ახორციელებს. ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან. რეგულირების სააგენტოს დასკვნის და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, სრულიად არის გარემონტებული აბდომინური მედიცინის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის, ქირურგიის დეპარტამენტები, მაგრამ დარჩა რამდენიმე დეპარტამენტი, სადაც მდგომარეობა მართლა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ სტაციონარული სერვისის მიწოდებას, მანამდე პაციენტების მიღება იაშვილში იქნება შეჩერებული.

სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან, რეალურად, დგას ინფექციის კონტროლი. ჩვენ დღეს გვექნება კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან. გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველ რიგში, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მსგავსი თემები