ხმაური თსუ-ში – სტუდენტები რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ

ხმაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების პარალელურად აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები  რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თანამდებობაზე,  ჯაბა სამუშიას არჩევას აპროტესტებენ და მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

სტუდენტთა განცხადებით, ჯაბა სამუშია წინასწარ იყო რექტორის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი და უნივერსიტეტში არჩევნები ფორმალურად არის დანიშნული.

სტუდენტების თქმით,  არჩევნები არალეგიტიმურია და აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით იღებს.

ცნობისთვის, ჯაბა  სამუშია ერთადერთია, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კანდიდატურა წარადგინა.

მსგავსი თემები