,,ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა მაქსიმალური იყოს”- ჯონ კირბი

,,მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორებს, რათა საშუალება მივცეთ საკუთარი თავი დაიცვან. ეს კიევის დაცვის საკითხი არ არის – ეს მთელი ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის საკითხია, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო რვა თვის განმავლობაში,”- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში არჩევნების შედეგები გავლენას არ იქონიებს უკრაინის დახმარების დონეზე.

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინის ჩვენი მხარდაჭერა მაქსიმალური იყოს. შეერთებულმა შტატებმა უდიდესი წვლილი შეიტანა უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერაში. ჩვენ უკვე მივაწოდეთ უკრაინას 17 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება, რათა მან შეძლოს არა მხოლოდ დაიცვას საკუთარი თავი, არამედ ზოგიერთი საკუთარი ტერიტორიაც დაიბრუნოს. და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას”, – განაცხადა კირბიმ.

მსგავსი თემები