ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პუტინმა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

,,ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის ამ ოთხ შემადგენელ სუბიექტში სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ. იგი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება დასამტკიცებლად ფედერაციის საბჭოს“- განაცხადა პუტინმა.

უკრაინის ხერსონის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტი ლიდერები  უფლებამოსილები იქნებიან “უსაფრთხოებისთვის” დამატებითი ზომები მიიღონ.

მსგავსი თემები