ხულოში 42 წლის მამაკაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში 42 წლის მამაკაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი ხეს ჭრიდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი  გარდაცვლილი დახვდა.

 

მსგავსი თემები