,,რუსეთის თავდასხმები უკრაინის ელექტროსადგურებსა და ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულია” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით,  უკრაინის ელექტროსადგურებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ სარაკეტო დარტყმებითა და დრონებით თავდასხმა ტერორისტული აქტია და სამხედრო დანაშაულს უტოლდება.

„გუშინ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ წერტილოვანი დარტყმების, მკაფიო მიზნით, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, დატოვოს კაცები, ქალები და ბავშვები წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე. ეს სუფთა ტერორია და ასეც უნდა ვუწოდოთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები