„წულუკიანის მხრიდან ხდება დამცინავი და აგდებული დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, ვინც შეეწინააღმდეგება ათავისუფლებენ” – ზვიად ზაალიშვილი ,,მედიაცენტრ მთავარში”

„თეა წულუკიანის მხრიდან ხდება დამცინავი და აგდებული დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, ვინც ამას შეეწინააღმდეგება თანამდებობიდან თავისუფლდება,”- ამის შესახებ მასობრივი სპორტის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზვიად ზაალიშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისი თქმით, პირველ ინსტანციაში სასამართლო დავა მოიგო და განჩინების საფუძველზე სასამართლომ ყადაღა დაადო სამინისტროს, რის შედეგადაც უწყებას სპორტის დეპარტამენტში ვაკანსიების გამოცხადება აეკრძალა.

„მინისტრის მხრიდან ხდება დამცინავი და აგდებული დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, ვინც ამას შეეწინააღმდეგება თანამდებობიდან თავისუფლდება, ჩვენ შესაბამისად სასამართლოს მივმართეთ. იმედი გვაქვს სასამართლო დავას მოვიგებთ. ჩემი გათავისუფლების მიზეზი ოფიციალურად არის ის, რომ კომისიას არ მოეწონა გამოცდის  შედეგები. თუმცა რეალური მიზეზი გახლავთ ის, რომ მინისტრის და კომისიის დამსწრე რამდენიმე პირის მხრიდან ჩემდამი მოხდა დამცინავი დამოკიდებულება, რასაც გავეცი საკადრისი პასუხი…”ოროსანოო” და დამცინავი მუქარა იყო, რომ ვერ დავიწყებდი ვერსად მუშაობს,“, – განაცხადა ზვიად ზაალიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში”.

“სპორტი არ არის ვინმეს კუთვნილება” – სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები