,,მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე”- კახა კალაძე

,,რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით,  მომხდარ ტრაგედიაზე კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

„რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, ამ კითხვას გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც ჩვენი მთელი უწყება თანამშრომლობს. დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის მერიის თანამშრომელი. არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ.

რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე. ჩვენთვის, მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც,  მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. მე იმედი, მაქვს სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები