,,რეორგანიზაციებმა სპორტში მომუშავე ადამიანები მოლარე-ოპერატორებად გადააქცია”- ირაკლი დოლაბერიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,მსგავსი რეფორმა და რეორგანიზაცია, რაც კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინიტროში განხორციელდა პრაქტიკაში არასდროს გვინახავს. ყველანაირი მეთოდებით მოხდა კვალიფიციური კადრების გათავისუფლება,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა,  ირაკლი დოლაბერიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

,,არცერთი ხელისუფლების და რეფორმის დროს, რამდენჯერაც სპორტი მიუერთდა სხვა სამინისტროს თუ უწყებას, ამან არ გაამარლა, არც ეკონომიკური და არც დარგობრივი თვალსაზრისით. როდესაც სპორტი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული იყო, ამ დარგს ემსახურებოდნენ პროფესიონალი კადრები და სპორტი თავის საქმეს აკეთებდა. მსგავსი რეფორმა და რეორგანიზაცია, რაც კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინიტროში განხორციელდა პრაქტიკაში არასდროს გვინახავს. ყველანაირი მეთოდებით მოხდა კვალიფიციური კადრების გათავისუფლება. ამის მიზეზი გახდა, იმ რეფორმების ხელშეშლა იყო, რომელსაც წლების განმავლობაში ვახორციელებდით. არ რეორგანიზაციებმა სპორტში მომუშავე ადამიანები გადააქცია მოლარე-ოპერატორებად. სპორტი არ არის ვინმეს საკუთრება. სპორტი არის ყველას კუთვნილება,”- აღნიშნა ირაკლი დოლაბერიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, სპორტის დეპარტამენტში არაკომპეტენტური პირებისგან შემდგარი კომისიის მიერ ჩატარებული გამოცდებისა და გასაუბრების შედეგად, არაერთი თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლეს.

„მორიგი რეორგანიზაცია გამოცხადდა კულტურის სამინისტროში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გამოეყო განათლების სამინისტრო და სპორტიც მოჰყვა ”მდგმურად”. სპორტის დეპარტამენტი შუაზე გაიყო, დარჩა მაღალი მიღწევების სპორტის დეპარტამენტი და მასობრივი სპორტის დეპარტამენტი, შემდგომ კი ისევ შეერთდა. საკმაოდ არაკომპეტენტურმა კომისიამ ჩაატარა ე.წ. გასაუბრება და გამოცდები, მანამდე არაერთი გამოცდა გვაქვს ჩაბარებული. არაკომპეტენტურ კომისიას ხელმძღვანელობდა სოსო გიორგაძე, მინისტრის ყოფილი მოადგილე, კომისია დაკომპლექტებული იყო აუდიტის, ბუღალტერიის, ადმინისტრაციის და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის წარმომადგენლებით, მათ შეაფასეს ჩვენი კომპეტენცია. ამ ადამიანებმა, ამ კომისიამ მიიღო ჩვენი გასაუბრება და თურმე ვერ დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნა და მოგვიწია თანამდებობის დატოვება. მინდა გითხრათ, რომ სამართლებრივი დავა შევიტანეთ სასამართლოში, დაიწყება განხილვა იმ უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა კულტურის და სპორტის სამინისტროს სპორტის თანამშრომლების წინააღმდეგ”, – განაცხადა ირაკლი დოლაბერიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

“სპორტი არ არის ვინმეს კუთვნილება” – სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები