ვაკის პარკის ტრაგედიისთვის დაკავებული „გრინსერვის პლუსის“ თანამშრომლები ბრალს არ აღიარებენ

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული „გრინსერვის პლუს“-ის თანამშრომელი დევი კახოიძე და საქმის მწარმოებელი ბექა მურღვლიანი ადვოკატმა ლევან კაჭარავამ გვიან ღამით მოინახულა. ადვოკატის თქმით, დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

„მოვინახულე დევი კოხოიძე და ბექა მურღვლიანი, ორივე მათგანი თავს არ ცნობენ დამნაშავედ, არ მიიჩნევენ, რომ ჩაიდინეს რაიმე სახის დანაშაული. მზადყოფნას აცხადებენ, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ ხელთ არსებული ინფორმაცია“, – აღნიშნა მედიასთან ადვოკატმა ლევან კაჭარავამ.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მარიტა გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებულია 9 ადამიანი.

 

მსგავსი თემები