,,ელექტროსადგურების 30% განადგურებულია” – ვოლოდიმირ ზელენსკი

10 ოქტომბრის შემდეგ, უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურდა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი ”ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება.

,,რუსული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი მიზანი – ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა და მათი დაზიანება. 10 ოქტომბრის შემდეგ ელექტროსადგურების 30% განადგურებულია, რამაც მთელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება,”- წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები