,,მარიტა არის ამქვეყნიური ანგელოზი, მან შეგნებულად გადაარჩინა მეგობარი”- კონსტანტინე ზარნაძე

ვაკის პარკში, დენის დარტმის შედეგად დაშავებული ლაზარეს ოჯახის სახელით განცხადება გლდანის მაჟორიტარმა, კონსტანტინე ზარნაძემ გააკეთა, რომელიც მოზარდის ოჯახის ახლობელია. მისი თქმით, მარიტა მეფარიშვილი ამქვეყნიური ანგელოზი აღმოჩნდა, რომელმაც მეგობრები გადაარჩინა.

,,13 წლის მარიტა არის ამქვეყნიური ანგელოზი, იმიტომ რომ მან შეგნებულად გადაარჩინა მეგობარი, როცა დაინახა, რომ საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ მარიტას ოჯახისთვის თუ რაიმე სახის შვება იქნება ეს, მარიტა ლაზარეს გადამრჩენელი იყო, შემდეგ მებაღე და ქალბატონი მეგი, ვინც პირველადი დახმარება გაუწია. ამ ყველაფერის გათვალისწინებით მივიღეთ ის, რომ დღეს ლაზარემ მშობლების კითხვებს უპასუხა და წყალიც დალია. აპარატიდან მოხსნეს და დამოუკიდებლად სუნთქავს”- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

მსგავსი თემები