,,აშშ სანქციების  კიდევ უფრო გაფართოებისთვის ემზადება”- მედია

,,დასავლეთის სანქციები უკვე ხელს უშლის რუსული არმიის მარაგების შევსებას, თუმცა აშშ მათი კიდევ უფრო გაფართოებისთვის ემზადება, რათა კიდევ უფრო გაართულოს რუსული საბრძოლო მასალის წარმოება,” – ამის შესახებ ინფორმაციას ,,The New York Times” ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს მონაცემებით, თებერვლიდან მოყოლებული დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 6 ათასი ერთეული აღჭურვილობა დაკარგა და ის იმაზე სწრაფად ხარჯავს  საბრძოლო მასალას, ვიდრე ცვლის ახლით.

ამასთან, რუსეთი ისეთი კრიტიკული ნაწილების ნაკლებობას განიცდის, როგორიცაა დიზელის ძრავები, ვერტმფრენების, თვითმფრინავებისა და ტანკების ძრავის ნაწილები. ექსპორტის კონტროლის გამო, რუსეთში დაზარალდა მაღალი სიზუსტის იარაღის წარმოებაც.

 

მსგავსი თემები