,,ნაწილობრივი მობილიზაციისთვის ყველა სახის ღონისძიება ორ კვირაში დასრულდება”- პუტინი

რუსეთში მიმდინარე ნაწილობრივი მობილიზაციისთვის ყველა სახის ღონისძიება ორ კვირაში დასრულდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

რუსული მედიის ცნობით, პუტინის განცხადებით, დაგეგმილი 300 000-დან 222 000 ადამიანი უკვე გაგზავნილია ქვედანაყოფში და თავდაცვის სამინისტროსგან მობილიზებულთა რაოდენობის გაზრდაზე მოთხოვნა არ ყოფილა.

პუტინის თქმით, კონტაქტის ხაზი 1 100 კილომეტრზე იყო გადაჭიმული, მისი დაცვა მხოლოდ საკონტრაქტო ჯარისკაცების ძალებით შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ნაწილობრივი მობილიზაცია.

მსგავსი თემები