,,არ მგონია, ქალაქის მერს სათითაოდ, თითოეული ექსპერტიზის საფუძვლიანობის შემოწმება ეკისრებოდეს”- მიხეილ სარჯველაძე

,,როცა ადამიანს საყვედურად ვეუბნებით, რომ რაღაც არ უნდა გაგეკეთებინა, მაშინ უნდა ვუთხრათ, რომ რაღაც სხვაგვარად უნდა გაეკეთებინა და მე არ მგონია, რომ ქალაქის მერს სათითაოდ, თითოეული ექსპერტიზის საფუძვლიანობის შემოწმება ეკისრებოდეს ვალდებულებად,”- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, დედაქალაქის მერის გადადგომის საფუძველი არ არის.

,,ერთი დღეა გასული ტრაგედიიდან და ადამიანურად ძნელია, რომ თუ ნატამალი სისხლი მაინც გაქვს ორგანიზმში, შეუძლებელია საღი პოზიციები ჩამოიყალიბო, ვიღაცები ცდილობენ ამ ცხელი ვითარების სათავისოდ გამოყენებას და ეს უზნეობაა. საღად შევაფასოთ, გაივლის დრო და შეგვეძლება ყველას რაღაცნაირად, ცივად მიუდგეთ ამ საკითხს და შევაფასოთ რამდენიმე საკითხი, ნებისმიერ პირთან მიმართებით ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობა თუკი აღმოვაჩენთ, რომ ვინმეს ბრალი მიუძღვის, ვისაც შეეძლო ეს ფატალური შედეგი აეცილებინა და ეს არ გააკეთა, ყველა უნდა დაისაჯოს, მაგრამ არის კი კალაძესთან მიმართებით ასეთი წინაპირობა? – არ მგონია.

ნებისმიერ პასუხისმგებლობას უნივერსალური პრინციპი აქვს, ჩემთვის მაგალითად, ბრალი თუ არ მიგიძღვის, საერთოდ თუ შეხება არ გქონია, არც მორალური, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი არ უნდა იყო. ჩემი დამოკიდებულება ასეთი გახლავთ, მინიმალური მაინც უნდა იყოს ისეთი, რაც შეგეშალა,”- განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი თემები