,,ჯო ბაიდენს უნდა ვკითხოთ, მზად არის თუ არა ჩემთან მოლაპარაკებებისთვის”- ვლადიმერ პუტინი

,,ჩვენ უნდა ვკითხოთ აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, მზად არის თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის G20-ის სამიტზე,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, G20 სამიტზე მისი ვიზიტის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

„ჩვენ უნდა ვკითხოთ, მზად არის თუ არა ჩემთან ასეთი მოლაპარაკებების გასამართად. მე ვერ ვხედავ საჭიროებას, მართალი გითხრათ, ზოგადად. ჯერჯერობით არანაირი პლატფორმა არ არსებობს რაიმე მოლაპარაკებისთვის”, – განაცხადა პუტინმა.

 

მსგავსი თემები