,,ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა, სიტუაციის ზუსტი აღწერაა”- სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს რეზოლუციაში მის მოხსენიებას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, რეზოლუციაში მისი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის მოხსენიება, სიტუციის ზუსტი აღწერაა.

,,ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა – სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს. ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება კონსოლიდაცია და საერთო ენის გამონახვა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის,ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღორეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ:„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)“.

მსგავსი თემები