,,შეაპარეს ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი”- ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე

,,ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, მთავარია, პარტნიორებმა იციან ყველაფერი სააკაშვილის საქმის შესახებ, ”– ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პარტნიორებმა იციან, რომ  სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის, დანარჩენი კი პოლიტიკური სპეკულაციებია.

,,56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს ჩვენ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია რამდენიმე თვის წინ. არაფერი განსაკუთრებული. არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, რომელიც მოხვდა PACE-ს რეზოლუციაში. მთავარია, რომ პარტნიორებმა იციან ყველაფერი ამ საქმის შესახებ. იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ყველა პირობა არის შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის,ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღორეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ:„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)“.

მსგავსი თემები