13 წლის ლაზარე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის ლაზარე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და კონტაქტურია. ექიმ დავით ციბაძის თქმით, კრიტიკულმა 24-მა საათმა გაიარა, თუმცა კვლავ რჩება გართულებების რისკი.

,,ამ წუთისთვის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოხატულია იმით, რომ მოიხსნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, არის სპონტანურ სუნთქვაზე, შემოდის კონტაქტში, დაეკონტაქტა თავის მშობლებს უკვე. რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა პირველი 24 საათის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო, ანოქსიული დაზიანება მეტნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე სახლში წავა ლაზარე,”- განაცხადა ექიმმა.

მსგავსი თემები