ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდი კლინიკიდან გაწერეს

ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს. ამასთან, მეორე მოზარდი აპარატიდან მოხსნეს, მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

შეგახსენებთ, გუშინ ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა. სკოლის მოსწავლეები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები