„პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ, ასეთი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო”- მინისტრი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი „ნიუს ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი მოინახულა. მინისტრის განცხადებით, გუშინ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაზეც  პასუხისმგებლობას თავადაც გრძნობს.

„პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ. ასეთი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო. ძალიან დამძიმებული ვარ ემოციურად, შიგნით ვიყავი და ბავშვიც ვნახე. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ბავშვის მდგომარეობა და ვფიქრობ, ერთი საათის განმავლობაში თავად ექიმი გააკეთებს კომენტარს და იქიდან გაიგებთ ყველა სხვა დეტალს“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მსგავსი თემები