,,ენჯეოშნიკები“ ჩემი მტრები არიან”- იაგო ხვიჩია

„ენჯეოშნიკები“ ჩემი მტრები არიან, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩია 9-კაციანი ჯგუფის მიერ ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან მხარდაჭერას არ ელოდა.

„ზოგადად, მგონი, ყველასთვის გასაგები იყო, რომ „ენჯეოშნიკები“ მე ქულას არ დამიწერდნენ, ასეც მოხდა. მგონია, რომ მთავარი შეცდომა, რაც ამ ადამიანების შერჩევის დროს დავუშვით, ის არის, რომ ესენი უხელფასოდ ვამუშავეთ. რომ ნახოთ შეფასების კრიტერიუმები, მიხვდებით, რა უხარისხოდ არის ნამუშევარი, რადგან ანაზღაურების გარეშე ვამუშავეთ. „ენჯეოშნიკები“ ხომ იცით, რომ ჩემი მტრები არიან, შესაბამისად, მე მათგან მეგობრობას არ ველოდები. ცხადი იყო, რომ ერთმანეთს დაუჭერდნენ მხარს და არა მათ კონკურენტს. მე რომ სტუდენტებს ვაფასებდი უნივერსიტეტში, ბევრად უფრო გასაგებად ვწერდი, რატომ ვუწერდი ნიშანს და ახსნა-განმარტებასაც ვაყოლებდი. ხალხმა სახალხო დამცველობის კანდიდატები შეაფასეს და უბრალოდ, ნახეთ, შეფასების ფურცელში, რა ახსნა-განმარტებები წერია, მსგავსი სამარცხვინო რამე სადმე წაგიკითხავთ?! დავით ასათიანს თუ არ ვცდები, საერთოდ არ ჰქონდა მოყოლებული წერილობით შეფასება, მხოლოდ ნიშნები ჰქონდა დაწერილი,“ – აღნიშნა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები