დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი კონტაქტური გახდა

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მოზარდი  კონტაქტური გახდა.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ლაზარემ ბუნებრივად გამოიღვიძა, ტვინის ფუნქციონირება აღდგა და დაფიქსირდა პირველი რეფლექსებიც, მან  ხელ-ფეხი გაამოძრავა.

13 წლის სკოლის მოსწავლე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

ცნობისთვის, გუშინ ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა. სკოლის მოსწავლეები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ. ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ორი კი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებიან.

მსგავსი თემები