„მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი ვაგო“ – კახა კალაძე

13 ოქტომბრის ტრაგედიასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კლინიკაში კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მზად არის, პასუხი აგოს.

„თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო“ – განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსში,“ დაშავებული ბავშვის სანახავად მისულმა კალაძემ.

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. კარგად წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მეც, თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში, დენის დარტყმას 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ 2 მოზარდი კლინიკაში იმყოფება.

 

მსგავსი თემები