,,მოზარდები 55 სკოლაში არ გამოცხადდნენ დილიდან, დამრიგებელმა აცნობა მშობელს” – განათლების მინისტრის მოადგილე

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა. მისი თქმით, ბავშვები, რომლებსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, 55-ე საჯარო სკოლაში დღეს დილიდან არ მისულან, საგაკვეთილო პროცესს არ დასწრებიან და ამის შესახებ კლასის დამრიგებელმა მათ მშობლებს შეატყობინა.

,,55-ე საჯარო სკოლაში ეს კონკრეტული ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე, რეგულაციის მიხედვით, რომლითაც ვალდებულია დამრიგებელი, როგორც კი არ გამოცხადდება მოსწავლე სკოლაში, რეგულაციის დაცვით მან აცნობა მშობლებს, რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს, ინფორმირება ჩვენი მხრიდან დამრიგებელმა განახორციელა,”- განაცხადა თამარ მეფარიშვილმა.

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა

მსგავსი თემები