,,რუსეთმა უკრაინის დაბომბვით სამხედრო თვალსაზრისით ვერაფერს მიაღწია”- ალექსეი არესტოვიჩი

,,რუსეთმა უკრაინის მასიური დაბომბვით სამხედრო თვალსაზრისით ვერაფერს მიაღწია,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს მიზანს, საზოგადოებრივ აზრთან გამკლავება  წარმოადგენდა. როგორც არესტოვიჩი აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტს განსაკუთრებით აინტერესებს უსაფრთხოების ძალების და ოლიგარქების აზრი.

,,მათ ვერაფერს მიაღწიეს სამხედრო თვალსაზრისით. მსოფლიო თავიანთ წინააღმდეგ განაწყვეს. დასავლეთში იმ ხალხს, ვინც ბოლო ერთი კვირაა აყენებენ თემას, რომ აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება, არგუმენტები აღარ აქვთ. ვისთან გინდათ მოლაპარაკება, მათთან, ვინც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ურტყამს?“ – განაცხადა არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები