უკრაინის პრეზიდენტი და ოლაფ შოლცი „დიდი შვიდეულის“ საგანგებო შეხვედრის მოწვევაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი სატელეფონო საუბრის დროს „დიდი შვიდეულის“ საგანგებო შეხვედრის მოწვევაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას  ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.

„გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან, რომელიც „დიდ შვიდეულს“ თავმჯდომარეობს, შევთანხმდით, მოვიწვიოთ ჯგუფის საგანგებო შეხვედრა. დაგეგმილია ჩემი სიტყვით გამოსვლა, რომლის დროსაც ვისაუბრებ რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე“, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები