,,პრემიერს მაღალი დონის ვიზიტი ჰქონდა პრაღაში, ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ რა უთხრა მელიამ მგელიას”- წულუკიანი

,,პრემიერს მაღალი დონის ვიზიტი ჰქონდა პრაღაში, ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ რა უთხრა მელიამ მგელიას,”- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალებისთვის აქტუალურია არა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, არამედ ის თუ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„პრემიერის ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. რა თქმა უნდა, კვლავ ვართ მომსწრე, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოს, ქართველების, ჩვენი ხალხის სახელით ასეთი დონის წარმატებული ვიზიტი ჩაატარა, ჩვენს ზოგიერთ მედიასაშუალებაში ეს კი არ არის აქტუალური, არამედ ის, რა უთხრა მელიამ მგელიას და პირიქით. ანუ ის, თუ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც ჩამოშლის პირას არის. არადა, ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ საქარველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მაღალი დონის შესანიშნავი, წარმატებული ვიზიტი. მინდა, მადლობა ვუთხრა მას და მთელ მთავრობის გუნდს, ვინც ამ ვიზიტის წარმატება უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები