,,უდავოა, რომ რუსეთმა ჩვენს კონტინენტს ენერგონაღმი ჩაუდო, სწორად უნდა ვიმოქმედოთ”- შარლ მიშელი

,,უდავოა, რომ რუსეთმა ჩვენს კონტინენტს ენერგონაღმი ჩაუდო, ახლა ჩვენ სწორად უნდა ვიმოქმედოთ,”- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მიშელის თქმით, ევროპელი ლიდერების საერთო ამბიციაა  ფასების შემცირება.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა უკრაინის პრეზიდენტისთვის, მან მოგვმართა და გაგვიზიარა უკრაინის პრიორიტეტები. ჩვენ კიდევ ერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, სრული მხარდაჭერა გამოგვეხატა უკრაინის მიმართ. ეს არის სრულმასშტაბიანი აგრესია, მიუღებელი ომი და ჩვენი სულისკვეთებაა, მობილიზება გავუკეთოთ ყველა საჭირო საშუალებას და ინსტრუმენტს რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, როგორც ფინანსურად, ისე სამხედრო, ჰუმანიტარული და რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერით. ასევე თქვენ იცით, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაძლიეროთ რუსეთის მიმართ სანქციები. ჩვენ დღეს ამ არაფორმალური შეხვედრის დროს, გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ფუნდამენტური საკითხი – ენერგოვითარება. რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ისინი იბრძვიან მამაცურად იმ ღირებულებებისთვის, რომლებიც ჩვენი საერთო ღირებულებებიცაა, მათი მომავლისთვის და ზოგადად ევროპული პროექტის მომავლისთვის. უდავოა, რომ რუსეთმა ჩვენს კონტინენტს ენერგონაღმი ჩაუდო, ახლა ჩვენ სწორად უნდა ვიმოქმედოთ. პირველ რიგში უნდა შევამციროთ მოთხოვნა და მოხმარება. ყველა ჩვენგანს აქვს ეს ბერკეტი. მეორე არის მარაგების უსაფრთხოება. რამდენიმე თვის მანძილზე ჩვენ ვიმუშავეთ, დავრწმუნებულიყავით, რომ მარაგები სავსეა, რამდენადაც შესაძლებელია. ზაფხულამდე ჩვენ დავთქვით, რომ გვჭირდებოდა ენერგომარაგების სახელმწიფო დონეზე შესყიდვა. დღეს დავუბრუნდით ამ საკითხს და მის მიმართ გაზრდილია მხარდაჭერა. რაც მდგომარეობს იმაში, რომ შეივსოს მარაგები როგორც კი ეს კვლავ გახდება საჭირო. მესამე ასპექტია ფასები. ეს არის მტკივნეული ნაწილი ოჯახებისთვის, ადამიანებისთვის, კომპანიებისთვისაც კი. ამას აქვს ეკონომიკური გავლენა. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ევროპელი ლიდერების მხრიდან არის საერთო სიმტკიცე ვიყოთ მობილიზებული. ჩვენი საერთო ამბიციაა შევამციროთ ფასები“, – განაცხადა მიშელმა.

მსგავსი თემები