,,ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, მოგიწოდებთ, ნუ დააყენებთ ჩემს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ”- სააკაშვილი ,,ვივამედის” დირექტორს

,,ჩემი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია, მოგიწოდებთ, ნუ დააყენებთ ჩემს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ, მიეცით საშუალება ექიმს გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება, ”- ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი ,,ვივამედის” გენერალურ დირექტორს ნინო ნადირაძე-კუზანოვას მიმართავს.

სააკაშვილის თქმით, კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებაზე მისი სიცოცხლეა დამოკიდებული.

,,მიეცით საშუალება ექიმს გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება, მე კი ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლების რეალიზების შესაძლებლობა. გთხოვთ პასუხი გამცეთ დღესვე, თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლის გადარჩენა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები