„როგორც სხვა მოქალაქეები ცხოვრობენ, ზუსტად ისე ვცხოვრობ მეც”- არჩილ თალაკვაძე

ჟურნალისტებმა არჩილ თალაკვაძეს გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, რაზეც უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა, რომ ისე ცხოვრობს, როგორც სხვა მოქალაქეები.

„როგორც სხვა მოქალაქეები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში, ზუსტად ისე ვცხოვრობ მეც. მეც ვცხოვრობ ამ ქვეყანაში, როგორც მე, ვერაფრით გამაკვირვებთ და ვერც თქვენი ცინიკური შეკითხვები მიქმნის დისკომფორტს“. – აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, გუშინ არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ატვირთა ფოტოსურათი, სადაც წერდა, რომ ,,თბილისს საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს”.

მსგავსი თემები