,,ასეთ მდგომარეობაში არასდროს არ მინახავს, ფეხს ვეღარ ადგამს და ვერ იღებს საკვებს”- გიული ალასანია

,,გუშინ განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის მისი ნახვა, ასეთ მდგომარეობაში არასდროს არ მინახავს, ფეხს ვეღარ ადგამს და ვერ იღებს საკვებს,” – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის დედამ განაცხადა. მისი თქმით, ვინც ამერიკელი ექსპერტის კლინიკაში შეშვებას არ დააკმაყოფილებს, კანონით დაისჯება.

„თვითონ მან, პატიმარმა მოითხოვა ერთჯერადად ექიმის დაშვება, რაც კანონით მინიჭებული უფლებაა, ვინც ამას არ დააკმაყოფილებს, ასევე კანონით ისჯება. კლინიკის დირექტორმა მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს, დღის მანძილზე უნდა დავინახოთ შედეგი. იმ შემთხვევაში თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვინც ამას არ დააკმაყოფილებს, ასევე კანონით ისჯება”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები