,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან, თვითონ გაერკვიონ და დალაგდნენ”- კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. კალაძის თქმით, მას გაუჭირდება შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე საუბარი.

„გამიჭირდება საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე, თუმცა ცხადია, ეს დაპირისპირება არსებობს და ამაზე უკვე ღიად საუბრობენ. ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან. ასე რომ, თვითონ გაერკვიონ და დალაგდნენ. მე არც სურვილი და დრო მაქვს, ვარკვიო, როგორ და რა გადალაგება იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას, ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს!“- სოსო თოფურიძე – (mcm.ge)

მსგავსი თემები