,,უნდა დავიცვათ ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ არ არიან ევროკავშირის წევრები”- რობერტა მეცოლა

,,უნდა დავიცვათ ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ არ არიან ევროკავშირის წევრები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ სანქციებს მიუერთდნენ და რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან მეზობლისგან,”-  ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ​განაცხადა.

მისი თქმით, მიესალმება დისკუსიის ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ არ არიან ევროკავშირის წევრები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ სანქციებს მიუერთდნენ და რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან მეზობლისგან. ასეთია მოლდოვა. ასე რომ, პრაღის შეხვედრას მივესალმებით. მივესალმებით დისკუსიის გამართვის ნებისმიერ შესაძლებლობას და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს და აღასრულებენ მათ. ეს ასევე არ გამორიცხავს იმ მისასალმებელ გზას, რომლებსაც გადიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. იქნება ეს უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, თუ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები. ივლისში ჩვენ ეს დაპირება დავდეთ და ამ გზაზე წინ უნდა წავიწიოთ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

მსგავსი თემები