„ალიანსმაც უნდა აჩვენოს, რომ რუსეთის ფედერაციის არ ეშინიათ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

​ვოლოდიმირ ზელენსკი ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებასა აკეთებს და ამბობს, რომ ნატო-მ საკუთარი სიძლიერე უნდა დააფიქსიროს. მისი შეფასებით, უკრაინა იმსახურებს, იყოს ალიანსის წევრი.

„უკრაინის გარეშე ნატოს კავშირი ისეთი ძლიერი არ არის, განსაკუთრებით ევროპულ კონტინენტზე. ჩვენ ვხედავთ ვინ არიან ჩვენი მეზობლები, როგორი მეზობლები და როგორი რისკი არსებობს.  ვთვლი, რომ ევროპის აღმოსავლეთში სიმყარისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია… მადლობელი ვართ დახმარებისთვის, ღია კარისთვის, თუმცა, პასს ვაძლევთ ძალიან მნიშვნელოვან და სწორ მომენტში, როდესაც არა მხოლოდ უკრაინამ უნდა აჩვენოს საკუთარი ძალა რუსეთს, არამედ, მოკავშირეებმაც ალიანსმაც უნდა აჩვენოს, რომ რუსეთის ფედერაციის არ ეშინიათ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები