,,პუტინი ხვდება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ვეღარ შეძლებს სიცოცხლის შენარჩუნებას”- ზელენსკი

,,პუტინი ხვდება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ვეღარ შეძლებს სიცოცხლის შენარჩუნებას, ამაში დარწმუნებული ვარ“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის ლოის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „რუსებს უჭირთ კონტროლი ყველაფრის, რაც მათ ქვეყანაში ხდება, ისევე როგორც ვერ აკონტროლებენ ყველაფერს, რაც ბრძოლის ველზე ხდება“.

უკრაინის პრეზიდენტს ეჭვი ეპარება, აქვს თუ არა  ვლადიმერ პუტინს საკმარისი კონტროლი რუსულ სამხედრო ოპერაციაზე, ტაქტიკური ბირთვული დარტყმის განსახორციელებლად.

მსგავსი თემები