„ქართული ოცნება“ ე.წ. ოთხეულის განცხადებებს თუ არ გაემიჯნება, გაუჭირდებათ ვინმეს დაუმტკიცონ, რომ აშშ-ს ელჩზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ”- იოსელიანი

,,ქართული ოცნება“ ე.წ. ოთხეულის განცხადებებს თუ არ გაემიჯნება, ძალიან გაუჭირდებათ ვინმეს დაუმტკიცონ, რომ აშშ-ს ელჩზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, თუ  მათ გზავნილებს მკვეთრად არ ემიჯნები, ესე იგი  მათი თანამოაზრე ხარ.

„ე.წ ოთხეულის თუ ახლა რამდენნი არიან, არ ვიცი, მათ განცხადებებს თუ არ გაემიჯნება „ქართული ოცნება”, ძალიან გაუჭირდებათ ვინმეს დაუმტკიცონ, რომ აშშ- ს ელჩზე ასეთ თავდასხმას არ ახორციელებდნენ. თუ მკვეთრად არ ემიჯნები მათ გზავნილებს, ესე იგი მათი თანამოაზრე ხარ, ეს წერილები თავისთავად ძალიან არამეგობრული რიტორიკით იყო გამსჭვალული, რომელსაც არ იმსახურებს ჩვენი და აშშ- ის ურთიერთობა. შევახსენებ ყველას, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში აშშ-ს აქვს გადამწყვეტი როლი, არაღიარების პოლიტიკა რომ დღეს ძალაშია, ეს მათ შორის არის აშშ- ის დამსახურება ყველაზე დიდწილად. ამიტომ, როცა ამ ყველაფერს უპირისპირდები, უნდა გესმოდეს, რომ შენი ქვეყნის ინტერესს უპირისპირდები,”- განაცხადა იოსელიანმა.

მსგავსი თემები