,,აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობის უკან უკრაინული მხარე დგას”- „ნიუ იორკ თაიმსი“

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობის უკან უკრაინული მხარე დგას. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი ვარაუდობს, რომ ოპერაციის მთავარი სამიზნე ალექსანდრ დუგინი იყო.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, წყაროს არ გაუსაჯაროვებია, „უკრაინის ხელისუფლებიდან კონკრეტულად ვის მიერ იყო ავტორიზებული მისია, ვინ განახორციელა თავდასხმა და იყო თუ არა მისიის შესრულების ნებართვა გაცემული პრეზიდენტ ზელენსკის მიერ“.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი უარყოფს უკრაინის ჩართულობას დუგინას მკვლელობაში.

ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა რუსეთში, ავტომობილში 20 აგვისტოს ააფეთქეს.

მსგავსი თემები