,,ნაცმოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა – ბრძოლა ფულზე მიდის”- მამუკა მდინარაძე

„ნაცმოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა. ახლა არაერთი და ორი კლანი გამოიკვეთა, რომლებიც იბრძვიან. ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? ბრძოლა ფულზე მიდის,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სხვა საკითხებზე გარეგნულად ერთობას ინარჩუნებდნენ და როგორც კი საქმე ფულზე მივიდა, მათი დაპირისპირება გამოაშკარავდა.

„ნაცმოძრაობაში“ დიდი განხეთქილებაა. როცა ამაზე ჩვენ ვლაპარაკობდით, ხომ გახსოვთ მათი ირონია, არაფერი ხდებაო. ახლა არაერთი და ორი კლანი გამოიკვეთა, რომლებიც იბრძვიან. ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? ბრძოლა ფულზე მიდის. როგორც კი, ფულზე მივიდა საქმე, იმ წუთასვე ისე იჩხუბეს, რომ ვეღარ დამალეს. ასე თუ ისე, სხვა საკითხებზე გარეგნულად მაინც ერთობას ინარჩუნებდნენ და როგორც კი საქმე ფულზე მივიდა, გამოაშკარავდა მათი დაპირისპირება.

ამ ყველაფრის გადაფარვას იცით, რით ცდილობდნენ? სოციალურ ქსელში შემხვდა, რომ მათი ტელევიზია „ტვ პირველი“ რვა მილიონ ლარს ხარჯავს. თვეში დაახლოებით 650 ათას ლარად ტელევიზიას ამუშავებენ. დაახლოებით თითოეული ადამიანის ხელფასი 400 ლარი უნდა იყოს. ასეთი „ფეიკებით“ ცდილობენ დაპირისპირების გადაფარვას. „ფეიკებში“ არიან შესულები, რათა საკუთარ რიგებში არსებული ოლიგარქების თემა გადაფარონ და რომელი ოლიგარქის ფულს როგორ განკარგავს, რას იდებენ ჯიბეში, ამაზე არიან გადასული. რეალურად, „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, აღარ არსებობს, განადგურებულია. შიდა კლანები არსებობს, რომლებიც ჩხუბობენ, რომელი მეტ ფულს დახარჯავს საკუთარ კეთილდღეობაში. ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მათი მხრიდან 18 მილიონი არ იხარჯება, ხო? წელიწადში სამ ტელევიზიაში სულ მცირე 100 მილიონი იხარჯება. 18 მილიონი და გაცილებით მეტი პარტიაში რატომ არ დაიხარჯება, ან გაცილებით მეტი. როცა სამ ტელევიზიაში 100 მილიონი იხარჯება, 18 მილიონი და გაცილებით მეტი რატომ არ დაიხარჯება? ტელევიზიის ხარჯი იმიტომ დაასწრეს, რომ იცოდნენ, ეს ამბავი გარეთ გამოვარდება. ერთმანეთის ფულს ვეღარ იყოფენ. წარმოუდგენელი პიარული თავხედობაა, როცა ცდილობენ, ფინანსები ხალხს დაუმალონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები