,,ეკონომიკური აქტივობის მაღალი დონე დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის შემცირებაზე აისახა”- ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა დასაქმების დონის ზრდაზე. მისი ინფორმაციით, როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში უმუშევრობის კლება და დასაქმების ზრდა ფიქსირდება – უმუშევრობის დონე მეორე კვარტალში 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა.

„როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის (2019 წლის) ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც. 2022 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 50.9 ათასით, ხოლო მეორე კვარტალში 35.5 ათასით გაიზარდა“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

აღნიშნულ თემაზე ვიცე-პრემიერმა საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში მიმდინარე მოხსენების დროს ისაუბრა. მისი განცხადებით, 2022 წელი პოზიტიური იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც.

„2022 წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 102.0 პროცენტით გაიზარდა და 922.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით, ზრდა 62.5 პროცენტს შეადგენს. ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 42.5 პროცენტს გაუტოლდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მსგავსი თემები