საქართველოს სკოლებში 6 311 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს სკოლებში 6 311 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა.

ინფორმაციის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საათობრივი დატვირთვა ამ ეტაპზე სულ 55 565 პედაგოგს აქვს, რომელთა განაწილება სტატუსების მიხედვით ასეთია: მენტორი 299; წამყვანი – 7 748; უფროსი 38 041; პრაქტიკოსი – 2 601.(არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებელი 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს); მაძიებელი – 565.

უსტატუსოდ მიიჩნევა, ის მასწავლებელი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში არაა ჩართული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დროებითი ხელშეკრულების საფუძველზეა დასაქმებული.

მსგავსი თემები